вторник, 18 ноября 2008 г.

ჩემი შთაბეჭდილება

პროექტზე მუშაობის პერიოდში, თამრიკო მასწავლებელმა სკოლიდან წაგვიყვანა ალავერდის ტაძრის სანახავად. ალავერდის შესახებ ბევრი რამ მსმენია ჩემი მასწავლებლებისგა, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვა აღმოჩნდა. ძალინ ბევრი რამ ვნახეთ. ჯგუფებად ვმუშაობდით და სხვა და სხვა საქმით ვიყავით დაკავებული. მე ჩანახატს ვაკეთებდი.
ჩემს თანატოლებს ვურჩე, ნახოთ ეს დიდებული ტაძარი. ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ.
მაკა წიკლაური


ალავერდის ტაძარზე გამეგო რომ ძალიან ლამაზიაო, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვა იყო. ტაძრის ეზოში ქართულის მასწავლებელმა გვიამბო ალავერდობის დღესასწაულის შესახებ.
ეხლა ტაძარს რესტავრაცია უკეთდება, პარალელურად არქეოლოგები ატარებენ სამუშაოებს.
მიშიკო რუხაძე


დადგა დიდი ხნის ნანატრი დღე.
თბილისიდან ალავერდამდე ვმღეროდით ვხიარულობდით, თანაც გეოგრაფიის მასწავლებელი გზა და გზა გვიხსნიდა კახეთის გეოგრაფიულ ადგილებს, მთებს, მდინარეებს, სოფლებს, ნაკრძალებს, ქალაქებს და სხვა.
აქაური ბუნების სილამაზის გარდა თვალს ახარებდა კავკასიონის თოვლით დაფარული მწვერვალები, რომელიც მეფური გვირგვინივით იყო ამოზნექილი. ალავერდის უმშვენიერესი ტაძარი შორიდანვე შევამჩნიე. იგი უხილავი ძალით გვიზიდავდა თავისკენ.
გაოცებას იწვევს ტაძარში შემორჩენილი ფრესკები. ვილოცეთ, სანთლები დავანთეთ იოსებ ალავერდელის საფლავთან.გავაკეთე ჩანახატები.
ციცინო ქარქუსაშვილი



განსაკუთრებით მომეწონა ალავერდის გალავანი რომელიც იცავდა მონასტერს მტრის შემოსევებიდან. გალავნის სურათები გადავიღე. დამრიგებელმა მოგვიყვა, ბავშვობაში ალავერდის ტაძრის გუმბატზე ასულა შიდა კიბით საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი ჩანს ალაზნის ველისო, მაგრამ ჩვენ არ მოგვცეს უფლება გუმბათზე ასვლი და ძალიამ დაგვწყდა გული, თითქოს რაღაც ვერ დავიკმაყოფილეთ
თორნიკე


ალავერდის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მსურდა მენახა და გამეგო უფრო მეტი ამ ტაძრის შესახებ.
ჩემს კლასელებთან ერთად გავემართე კახეთისაკენ. მივუახლოვდით ამ უდიდეს ტაძარს, რომელსაც კავკასიონის დათოვლილი მთები გადმოჰყურებს. გალავანი გარს აკრავს და ამშვენებს მას. აღფრთოვანებული ვარ ნანახით.
მე და ჩემმა მეგობრებმა უამრავი სურათი გადავიღეთ, ფოტო მასალა პროექტის შექმნისთვის გვჭირდება.
ნათია დვალი


ჩემთვის ახალი ის იყო რომ ალავერდის ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა, იგი უდიდესი და გრანდიოზულია, გარს აკრავს დიდი გალავანი. ტაძრის ეზოში რესტავრაცია უკეთდება მამათა კელიებს.
ჩვენ საკმაოდ ბევრი საქმე გავაკეთეთ, დავხატეთ, გადავიღეთ სურათები, ვიდეო მასალა.
ანჟელა გოგინავა


გზად ბევრი რამ ვნახე, შემოდგომაზე კახეთი ძალიან ლამაზია, გზიდან ჩანს ვენახის ზვრები რომელიც უკვე დაკრეფილია, კახეთში რთველი დამთავრდა და ყურძენიც დაწურულია. მალე მაჭარიც დაღვინდება, ჩვენს ღვინოებს მსოფლიოს გავაცნობენ.
ალავერდის ტაძრის ნახვით გაოცებული დავრჩი, არ ველოდი ასეთი ლამაზი და მაღალი, დიდი გალავნით გარშემორტყმული თუ იქნებოდა. ეს ყველამ უნდა ნახოს. მეც ამ სანახაობით დავტკბი.
ჩანახატები ვერ გავაკეთე რადგან ხატვა არ მეხერხება.
თორნიკე ხარაზიშვილი

Комментариев нет: